სასწავლო პროექტის მნიშვნელობა–პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს დაინახონ გარემომცველი ბუნება ერთ მთლიანობაში.
- სასწავლო პროექტის მიზნები:მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს და დაამუშავებს ინფორმაციას მცენარეებთან დაკავშირებით; გაანალიზებს ცოცხალ ორგანიზმებში ფიზიკის კანონებს; VII კლასის სასწავლო კურსით ნასწავლ ცალ–ცალკე ნასწავლ ფიზიკას და ბიოლოგიას შორის აღმოაჩენს მჭიდრო კავშირს.
- პროექტის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
-
ბუნ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ბუნ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედებისშედეგების შესახებ მსჯელობა.
- სასწავლო პროექტის ამოცანები: საჭირო ინფორმაციის მოძიება მასწავლებლის დახმარებით; მასალის დამუშავება, გაანალიზება; პრეზენტაცია.
- პროექტის სამიზნე ჯგუფი–ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის VII კლასის მოსწავლეები.
- საჭირო რესურსები:კლასგარეშე ლიტერატურა–,,ნაუკა ი ჟიზნ", ,, ზნანიე სილა", ,,ფიზიკა სკოლაში", ,, ბიოლოგია სკოლაში", ,, იუნი ნატურალისტ", გ. ჯაფარიძე, ე. შეშაბერიძე–,, ბუნების კანონები ჩვენს გარშემო"–1998წ., ინტერნეტ ვებ–გვერდები, ისტ–ი, საკანცელარიო მასალა.
- პროექტის მსვლელობა:მასწავლებლის დახმარებით ლიტერატურის მოგროვება; საკითხების შერჩევა და კითხვების მომზადება( მასწავლებელი); კითხვების მოსწავლეებისთვის დარიგება; მოსწავლეების მიერ შესაბამისი ლიტერატურიდან პასუხების მოძიება; ბუნდოვანი საკითხების კლასში განხილვა; მოსწავლეთა მიერ სამუშაო საკითხის ირგვლივ ,,სლაიდ შოუს'' მომზადება; დამუშავებული მასალის პრეზენტაცია; თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით ტესტზე მუშაობა.
- პროექტის ხანგრძლივობა –12/05/2013–დან12/06/2013–ის ჩათვლით.
- მისაღწევი შედეგები: მასალაზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარება; საკითხის მთლიანობაში ხედვა; ხელი შეეწყობა პრეზენტაციისთვის საჭირო უნარებს.
- მოსწავლეთა წარმატების დადგენა–ტესტზე მუშაობა.
- შეფასების კრიტერიუმები: თანამშრომლობა, მასალის ანალიზი,ისტ–ის გამოყენება.