Monday, September 16, 2013

ფიზიკის და ბიოლოგიის კანონები ორგანიზმში


 სასწავლო პროექტის მნიშვნელობა–პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს დაინახონ გარემომცველი ბუნება ერთ მთლიანობაში.
  1. სასწავლო პროექტის მიზნები:მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს და დაამუშავებს ინფორმაციას მცენარეებთან დაკავშირებით; გაანალიზებს ცოცხალ ორგანიზმებში ფიზიკის კანონებს; VII კლასის სასწავლო კურსით ნასწავლ ცალ–ცალკე ნასწავლ ფიზიკას და ბიოლოგიას შორის აღმოაჩენს მჭიდრო კავშირს.
  2. პროექტის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
  3. ბუნ.VII.3.  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
    ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

    ბუნ.VII.9.
    მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების
    შედეგების შესახებ მსჯელობ.

  4.  სასწავლო პროექტის ამოცანები: საჭირო ინფორმაციის მოძიება მასწავლებლის დახმარებით; მასალის დამუშავება, გაანალიზება; პრეზენტაცია.
  5. პროექტის სამიზნე ჯგუფი–ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის VII კლასის მოსწავლეები.
  6. საჭირო რესურსები:კლასგარეშე ლიტერატურა–,,ნაუკა ი ჟიზნ", ,, ზნანიე სილა", ,,ფიზიკა სკოლაში", ,, ბიოლოგია სკოლაში", ,, იუნი ნატურალისტ", გ. ჯაფარიძე,       ე. შეშაბერიძე–,, ბუნების კანონები ჩვენს გარშემო"–1998წ., ინტერნეტ ვებ–გვერდები, ისტ–ი, საკანცელარიო მასალა.
  7. პროექტის მსვლელობა:მასწავლებლის დახმარებით ლიტერატურის მოგროვება;   საკითხების შერჩევა და კითხვების მომზადება( მასწავლებელი); კითხვების მოსწავლეებისთვის დარიგება; მოსწავლეების მიერ შესაბამისი ლიტერატურიდან პასუხების მოძიება; ბუნდოვანი საკითხების კლასში განხილვა; მოსწავლეთა მიერ სამუშაო საკითხის ირგვლივ ,,სლაიდ შოუს'' მომზადება; დამუშავებული მასალის პრეზენტაცია; თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით ტესტზე მუშაობა.
  8. პროექტის ხანგრძლივობა –12/05/2013–დან12/06/2013–ის ჩათვლით.
  9. მისაღწევი შედეგები: მასალაზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარება; საკითხის მთლიანობაში ხედვა; ხელი შეეწყობა პრეზენტაციისთვის საჭირო უნარებს.
  10. მოსწავლეთა წარმატების დადგენა–ტესტზე მუშაობა.
  11. შეფასების კრიტერიუმები: თანამშრომლობა, მასალის ანალიზი,ისტ–ის გამოყენება.